Accentnews.ge
მედია: აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოში 6 ახალი მუდმივმოქმედი წევრის დამატების ინიციატივით გამოვიდა

მედია: აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოში 6 ახალი მუდმივმოქმედი წევრის დამატების ინიციატივით გამოვიდა

12/06/2023 18:46:47 მსოფლიო

აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოში 6 ახალი მუდმივმოქმედი წევრის დამატების ინიციატივით გამოვიდა, - იუწყება The Washington Post-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლი გაერო-ს ამ გავლენიანი ორგანოს რეკონსტრუქციის გეგმაზე მუშაობს და ამ პროცესში ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელი ლინდა ტომას-გრინფილდი მოლაპარაკებებს მართავს 193 სახელმწიფოს დიპლომატებთან გაერო-ს უშიშროების საბჭოს პოტენციური გაფართოების თაობაზე.

გამოცემა წერს, რომ ამერიკული პროექტის თანახმად, უშიშროების საბჭოს ახალ წევრებს ვეტოს უფლება არ ექნებათ.

ბაიდენის ადმინისტრაციას რეფორმებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები ჯერ არ განუსაჯაროებია, თუმცა ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერდა უშიშროების საბჭოში გერმანიის, იაპონიისა და ინდოეთის მუდმივ წევრობას. თავის მხრივ საფრანგეთი და ბრიტანეთი მხარს უჭერენ იმას, რომ გერმანიასთან, იაპონიასთან და ინდოეთთან ერთად უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად ბრაზილია და აფრიკული ქვეყნებიდან რომელიმე ერთი მაინც დაემატოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S