Accentnews.ge
G7 უკრაინიდან მარცვლეულის გატაცების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს

G7 უკრაინიდან მარცვლეულის გატაცების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს

12/06/2023 17:34:34 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები (G7) რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, მარცვლეულის წარმოშობის ქიმიური იდენტიფიცირების გზით,– ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სურსათის, მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრმა მარკ სპენსერმა განაცხადა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ქიმიური იდენტიფიცირება გახდება ეფექტური საშუალება უკრაინული მარცვლეულის შემდგომი გატაცების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

როგორც მან ლონდონში მიმდინარე მარცვლეულის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო საბჭოს კონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინიდან მარცვლეულის კონტროლის სქემაში დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს, ხოლო G7-ის ქვეყნები ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინასთან ამ საკითხში.

რუსეთი აქტიურად იტაცებდა უკრაინულ მარცვლეულს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ექსპერტთა შეფასებით, 2022 წელს მოპარული მარცვლეულის გაყიდვიდან მას შეეძლო 600 მილიონ აშშ დოლარამდე მიეღო.

გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის გატაცებაში ეჭვმიტანილი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ არის მიმართული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S