Accentnews.ge
პროკუდინი: "კახოვკას კაშხლის აფეთქებით გამოწვეული ზიანი 1,5 მილიარდს გაუტოლდა"

პროკუდინი: "კახოვკას კაშხლის აფეთქებით გამოწვეული ზიანი 1,5 მილიარდს გაუტოლდა"

12/06/2023 16:30:31 ევროპა

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიერ გამოწვეული ზიანი 1,5 მილიარდს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

პროკუდინის ცნობით, ხერსონის რეგიონში დაახლოებით 55 ათასი ჰექტრის მოცულობის ტყეები დაიტბორა. ამასთან, წყლის მოცულობა, რომელიც აფეთქების შედეგად განადგურდა, მთელს მსოფლიოს ორი დღის განმავლობაში ეყოფოდა.

მისივე ინფორმაციით, კახვოკას კაშხლის აფეთქების შესახებ უკრაინის რადას გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელეს. კომიტეტმა განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის დატბორილ რეგიონებში წყლისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების მუდმივი მონიტორინგი.

პროკუდინის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დახარისხებული სასმელი წყლის ფასების შენარჩუნება.

ცნობისათვის: კახოვსკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და კაშხლის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

უკრაინის შს მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

"ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვია. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა", – განაცხადა კლიმენკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S