
ადამიანის უფლებების საკითხებში პუტინის მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოში იმყოფებოდა – მედია
12/06/2023 16:06:26 საზოგადოება
ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი შოთა გორგაძე საქართველოში იმყოფებოდა - ამის შესახებ "ფორმულა" იუწყება.
არხის ცნობით, გორგაძემ სავარაუდოდ, ბათუმის ერთ–ერთ რესტორანში სტუმრობის ამსახველი ვიდეო საკუთარ Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა ამ დროისთვის Instagram–ზე მისი მისი გვერდი დახურულია და ვიდეო აღარ იძებნება.
ვიდეოში გორგაძე რუსებს აჭარული ხაჭაპურის ჭამის წესს უხსნის და რესტორნის რეკლამირებას ეწევა.
როგორც ცნობილია გორგაძე ადამიანის უფლებების საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მედიაში გავრცელებული ცნობით, ის ასევე რუსი პროპაგანდისტის სოლოვიოვის ადვოკატია.