Accentnews.ge
მდინარაძე: თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, შეგვეძლება, კანონი არ ავამოქმედოთ

მდინარაძე: თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, შეგვეძლება, კანონი არ ავამოქმედოთ

12/06/2023 15:54:52 პოლიტიკა

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, უმრავლესობას შესაძლებლობა ექნება, ეს კანონი საერთოდ არ აამოქმედოს. სხვა შემთხვევაში, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრული იქნება 2024 წლის წლის 1 მარტი.

მდინარაძის თქმით, ეს საკითხი დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს.

მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა საკვანძო საკითხი გათვალისწინებულია.

"ერთადერთი მინიშნება, შეიძლება ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ, ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში, რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი. იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ამ არგუმენტაციიდან გამომდინარე, ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგაქციზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან", - თქვა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მეორედ გაგზავნა. მანამდე, ვენეციის კომისიისგან შენშვნებით დაბრუნებული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდა. 12 აპრილს პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S