უკრაინა: კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, 42 პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება
12/06/2023 12:51:47 მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
"ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვია. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა", – განაცხადა კლიმენკომ.
ცნობისათვის: კახოვსკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და კაშხლის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.


