NATO-ს მინისტრები მსხვილ სამხედრო კომპანიებთან განიხილავენ წარმოების გაზრდას
12/06/2023 12:41:38 მსოფლიო
ხუთშაბათს ნატოს თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან იარაღის მწარმოებელი 25 მსხვილი დასავლური კომპანიის ხელმძღვანელებს საბრძოლო მასალების წარმოების გაძლიერების მიზნით.
დიპლომატებისა და სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ეს ნაბიჯი ასახავს ნატოს ინტერესს თავდაცვის ინდუსტრიის საკითხებზე დისკუსიებში მონაწილეობის. დასავლური სახელმწიფოები ეძებენ გზებს, გააგრძელონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და საკუთარი მარაგები შეავსონ.
კიევის დასავლელი მოკავშირეები იკვლევენ, როგორ გააგრძელონ უკრაინაში საჭირო სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, მთავრობები სთხოვენ სამხედრო კომპანიებს წარმოების გაზრდას, ხოლო კომპანიები ითხოვენ მკაფიო გრძელვადიანი მოთხოვნის სიგნალებს, რათა გაამართლონ ინვესტიციები ახალ საწარმოო ობიექტებში, მიწოდების ჯაჭვებში და პერსონალში.
ნატო განიხილავს თავდაცვის წარმოების ახალი სამოქმედო გეგმის შექმნას, რათა დაადგინოს საინვესტიციო მიზნები.
სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ეს შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამომავლო სამოქმედო გეგმაზე მუშაობაში.
შეხვედრა ინდუსტრიასთან "განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება ბრძოლის შედეგების განმსაზღვრელ საბრძოლო მასალაზე", – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრის წინ.
სამხედრო ინდუსტრიიდან შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ბელგიური FN Herstal, ფრანგულ-იტალიური MBDA, ფინური Patria, გერმანული Rheinmetall, Norwegian Nammo, KNDS - გერმანული KMW და ფრანგული Nexter, იტალიური Leonardo და თურქული Roketsan.ელიან ბულგარულ და ჩეხურ კომპანიებსაც. აშშ-ის მხრიდან უნდა იყვნენ წარმოდგენილნი Raytheon Technologies და Lockheed Martin, რომლებიც აწარმოებენ Javelin, HIMARS და Patriot სარაკეტო სისტემებს და რომლებიც მიეწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მიწვეულნი არიან დრონების მწარმოებელი კომპანიებიც.
ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 15-16 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრაც, რომელზეც „გამანადგურებლებისკოალიციის“ დეტალები განიხილება.


