აშშ-მა ჩინეთის გავლენის შესამცირებლად UNESCO-ში დაბრუნება გადაწყვიტა
12/06/2023 12:00:01 მსოფლიო
აშშ-მა ჩინეთის გავლენის შესამცირებლად UNESCO-ში დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს კულტურული და სამეცნიერო სააგენტო ავრცელებს.
"აშშ აპირებს, სააგენტოში დაბრუნდეს და გადაიხადოს 600 მილიონ დოლარის ოდენობის ოდენობის დავალიანება", – აცხადებს UNESCO.
შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება განაპირობა შეშფოთებამ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის მიერ დანატოვარ სიცარიელეს ჩინეთი ავსებს.
აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს UNESCO-ის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ 2011 წელს პალესტინა წევრ სახელმწიფოდ დაიმატა.


