Accentnews.ge
რუსეთის რკინიგზას ბელგოროდის რეგიონში დრონებით შეუტიეს

რუსეთის რკინიგზას ბელგოროდის რეგიონში დრონებით შეუტიეს

12/06/2023 11:04:34 მსოფლიო

ე.წ. კამიკაძე დრონები ბელგოროდის რეგიონში სატვირთო მატარებელს დაესხნენ თავს. შემთხვევა 10 ივნისის საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა, – წერს ტელეგრამ–არხი Shot.

არხის ცნობით, ერთ-ერთი დრონი მატარებლის კუდს დაეჯახა, მეორე კი ლოკომოტივის წინ აფეთქდა, რის შემდეგაც 15 ცარიელი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. თავდასხმის შედეგად რკინიგზის ლიანდაგი დაზიანდა. მსხვერპლი არ ყოფილა.

ამ ინფორმაციას ტელეგრამ– არხი Baza „ლისკი-სტარი ოსკოლის“ მატარებლის მემანქანეზე მითითებით ადასტურებს.

თუმცა, Mash-ის ცნობით, ხლევიშჩე-ბირიუჩის მონაკვეთზე ვაგონები რელსებიდან გადავიდნენ რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დადებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების გამო. აფეთქება მეხუთე ვაგონის ქვეშ მოხდა.

მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა საგანგებო მდგომარეობის შესახებ: „ღამით ალექსეევსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რელსებიდან გადავარდა 15 ცარიელი ვაგონი. რუსეთის რკინიგზის თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. ახლა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ - იძიებენ შემთხვევის მიზეზებს“.

მოძრაობა 11 ივნისს აღდგა, –იტყობინება TASS სამხრეთ-აღმოსავლეთ რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით:

„მატარებლების მოძრაობა ხლევიშჩე-ბირიუჩის მონაკვეთზე, რომელიც შეწყვეტილი იყო სატვირთო მატარებლის ვაგონების რელსებიდან გადასვლის შედეგად, 20:00 საათზე სრულად აღდგა. ამ დროისთვის ყველა მატარებელი განრიგის მიხედვით მოძრაობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S