Accentnews.ge
კინოცენტრის თანამშრომლების მიმართვა: "ცდილობენ, კინო მოექცეს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ"

კინოცენტრის თანამშრომლების მიმართვა: "ცდილობენ, კინო მოექცეს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ"

12/06/2023 10:00:51 საზოგადოება

კინოცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია არის კულტურის სამინისტროს მცდელობა, მოაქციოს კინო პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ.

„დღეს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკა ტარდება, რომლითაც სამინისტრო ცდილობს, დაიქვემდებაროს ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი გავლით თავად ერთპიროვნულად განსაზღვროს ინდუსტრიის მიზნები და პროცესები.

კვირას, 10 ივნისს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ გამოაცხადა სრულიად ბუნდოვანი რეორგანიზაცია, ყოველგვარი საფუძლის გარეშე, მისი პირველი ნაბიჯი კი აღმოჩნდა დირექტორის მოადგილეების შტატის გაუქმება.

აღნიშნული რეორგანიზაცია აღიქმება პირდაპირ მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და ყველა კინოცენტრის ხელთ არსებული ბერკეტი მიმართოს სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისაკენ.

მოვითხოვთ გატარდეს შემდეგი ნაბიჯები, რათა თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს სფეროსა და სფეროს წარმომადგენლებს.

კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი.

კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად.

დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან”, – ნათქვამია კინოცენტრის თანამშრომლებია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S