Accentnews.ge
კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა

კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა

12/06/2023 09:15:42 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა. ამის შესახებ აღნიშნულია კიმ ჩენ ინის წერილში, რომელიც რუსეთის დღესთან დაკავშირებით რუს კოლეგას გაუგზავნა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს.

გზავნილში კიმი იცავს უკრაინაში შეჭრის თაობაზე პუტინის გადაწყვეტილებას და „სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას“ უკცხადებს მოსკოვს:

„სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას შესძენს ისტორიას“.

ჩრდილოეთი კორეა - იზოლირებული კომუნისტური დიქტატურა - კრემლთან კავშირების გამყარებას ცდილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S