სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა
12/06/2023 08:40:26 მსოფლიო
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა,– იტყობინება გამოცემა Corriere della Sera.
გამოცემის ცნობით, ბერლუსკონი გარდაიცვალა მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში, სადაც 9 ივნისს გადაიყვანეს.
პირველად აღნიშნულ კლინიკაში ის 5 აპრილს მოათავსეს ლეიკემიით გამოწვეული გართულებების გამო.


