Accentnews.ge
ერდოღანი პირველ საერთაშორისო ვიზიტებს კვიპროსსა და აზერბაიჯანში განახორციელებს

ერდოღანი პირველ საერთაშორისო ვიზიტებს კვიპროსსა და აზერბაიჯანში განახორციელებს

12/06/2023 08:36:04 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, თურქეთის სახელმწიფოს მეთაურად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველ ვიზიტებს ჩრდილოეთ კვიპროსსა და აზერბაიჯანში განახორციელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ერდოღანის ვიზიტი 12-13 ივნისს შედგება.

როგორც იუწყებიან, განიზილება ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები.

ერდოღანის უფლებამოსილება, რომელიც 28 მაისის არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად, 2028 წლამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S