დღეიდან ნატო ევროპის თავზე უპრეცედენტოდ მასშტაბურ საჰაერო წვრთნებს იწყებს
12/06/2023 08:14:48 მსოფლიო
დღეიდან ნატო ევროპის თავზე უპრეცედენტოდ მასშტაბურ საჰაერო წვრთნებს იწყებს.
მანევრი სახელწოდებით "Air Defender 23" 12-დან 23 ივნისამდე პერიოდში გაგრძელდება.
მასში მონაწილეობას 25 სახელმწიფოს 10 000 სამხედრო მოსამსახურე და 250 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებენ.
წვრთნა, რომელსაც გერმანია უხელმძღვანელებს, 2018 წლიდან იგეგმება, თუმცა გასულ წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნატო–ს უბიძგა თავის ტერიტორიაზე პოტენციური შეტევის მოგერიებისთვის უფრო აქტიურად მოემზადოს.


