
15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
12/06/2023 07:33:27 საზოგადოება
15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და იგი ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა.
გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.