Accentnews.ge
ლევან იოსელიანი: ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია

ლევან იოსელიანი: ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია

12/06/2023 07:29:32 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამ განცხადებით იგი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ „ყველანაირი ორიენტაცია არეული“, თუმცა აზუსტებს, რომ მისი სიტყვები ყველა ახალგაზრდას არ ეხება.

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქვთ მართლა ყველანაირი ორიენტაცია არეული, ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული“, - აცხადებს კობახიძე.

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის კიბეებზე რუსული რუბლი დაუყარეს. კობახიძემ მათ „ყველანაირ ორიენტაცია არეულები“ უწოდა და დაამატა, რომ მმართველი პარტია ეცდება ამ „ახალგაზრდების გადარჩენას“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ახალგაზრდების „ორიენტაციაზე“ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მმართველმა პარტიამ ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, ძირითადად, ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ. კონკრეტულად, კობახიძემ ტერმინი გამოიყენა ლაზარე გრიგორიადისის მისამართით, რომელიც აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S