უკრაინა დონეცკის რეგიონში კიდევ ერთი სოფელის გათავისუფლების თაობაზე იუწყება
12/06/2023 07:14:54 მსოფლიო
უკრაინა დონეცკის რეგიონში კიდევ ერთი სოფელის გათავისუფლების თაობაზე იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და 35-ე საზღვარო ბრიგადის კონტრადმირალი მიხაილო ოსტროგრადსკი ავრცელებენ.
მათი ცნობით, . ეს სოფელი 2022 წლის მარტიდან რუსული ძალებიე მიერ იყო ოკუპირებული.
"კონტრშეტევის ფარგლებში 35-ე ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავუსუფლეს. დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა დაახლოებით 50 რაშისტი გაანადგურეს, 4 რუსი ტყვედ აიყვანეს. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სოფელ სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებულ პუნქტში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. ოპერაცია დაახლოებით დილის 5 საათზე დაიწყო. სამხედროებმა შტურმი დაიწყეს. მტერმა წინააღმდეგობა გაგვიწია და არტილერიიდან ისროდა, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით განახორციელეს შეტევა და სტოროჟევოე გაათავისუფლეს", -განაცხადა ბრიგადის მეთაურმა.
გუშინ უკრაინამ განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპორიჟიესა და დონეცკს შორის მდებარე სოფელ ბლაჰოდატნეზე კონტროლი აღადგინეს.


