
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
12/06/2023 06:28:55 საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიასთან მე-6 დღეა, იკრიბებიან და ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.
3 ათასზე მეტი მაღაროელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
ამ დრომდე ყველა მაღარო პარალიზებულია. დემონსტრანტების განცხადებით, აქციებს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.