
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებში რუსეთი თავდაცვაზეა გადასული
12/06/2023 06:12:19 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებში რუსეთი თავდაცვაზეა გადასული.
მისი ცნობით, "უკრაინის ძალები ფრონტის ხაზის გასწვრივ აქტივობებს აძლიერებენ".
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ "უკრაინა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ უფრო მეტ თავდასხმებს ახორციელებს", თუმცა უწყება ირწმუნება, რომ უკრაინული ჯავშანტექნიკა გაანადგურა.
ბოლო კვირაა, კიევი ფრონტის ხაზის რამდენიმე ლოკაციაზე წინსვლის თაობაზე იუწყება.