Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: რუსეთს დიდი დანაკარგი აქვს ბახმუტის მიმართულებით, საიდანაც მხოლოდ ერთ ჰოსპიტალში ყოველდღიურად  50-ზე მეტი დაჭრილი გადაჰყავთ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთს დიდი დანაკარგი აქვს ბახმუტის მიმართულებით, საიდანაც მხოლოდ ერთ ჰოსპიტალში ყოველდღიურად  50-ზე მეტი დაჭრილი გადაჰყავთ

12/06/2023 05:52:26 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 36 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 38-ჯერ დაცხრილეს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება და ბოლო 24 საათში 25 შეტაკება მოხდა.

გენერალური შტაბი ასახელებს ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის ოთხ რაიონს, სადაც, მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ მარინკის რაიონში ყველა იერიში მოიგერიეს.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო კვირაა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი დანაკარგი აქვთ ბახმუტის მიმართულებით, საიდანაც მხოლოდ ერთ, როსტოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში ყოველდღიურად გადაჰყავთ 50-ზ მეტი დაჭრილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S