Accentnews.ge
ზელენსკი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კახოვკას კაშხლის განადგურებას იძიებს

ზელენსკი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კახოვკას კაშხლის განადგურებას იძიებს

12/06/2023 05:27:02 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო.

„ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ს პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება და გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის ზონის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისათვის: კახოვსკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და კაშხლის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S