Accentnews.ge
უკრაინამ „ვაგნერელების“ და „კადიროველების" ტყვეობაში მყოფი მებრძოლები დაიბრუნა

უკრაინამ „ვაგნერელების“ და „კადიროველების" ტყვეობაში მყოფი მებრძოლები დაიბრუნა

12/06/2023 05:20:41 მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული კიდევ 95 მებრძოლი დაიბრუნა. ზოგიერთი მათგანი „ვაგნერელების“ და „კადიროველების" ტყვეობაში იყო.

ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, რთული მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალების 51 სამხედრო, ეროვნული გვარდიის 29 მებრძოლი, 11 მესაზღვრე და 4 მეზღვაური. მათი ნაწილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის კონტროლქვეშ მყოფი ბატალიონის „ახმატი“ ტყვეობაში იყო. გათავისუფლებული არიან მარიუპოლის, კუნძულ ზმეინის და ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და სუმის ოლქების დამცველები.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ყოფილი ტყვეებიდან 4 მძიმედ დაჭრილია. ერთის წონა 30 კილოგრამითაა შემცირებული. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ მებრძოლებს რეაბილიტაციის კურსს ჩაუტარებენ.

95 მებრძოლის სანაცვლოდ, უკრაინამ რუსეთს გადასცა 94 სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებული ტყვეები 11 ივნისს მოსკოვში ჩაიყვანეს.

უკრაინა და რუსეთი ტყვეებს გარკვეული პერიოდულობით ცვლიან. კიევის ინფორმაციით, ტყვეობიდან, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 2500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S