Accentnews.ge
ყირიმში, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

ყირიმში, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

12/06/2023 05:13:47 მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში, კიროვის რაიონში, სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია და ტელეგრამ-არხები იუწყებიან.

გამოცემა Baza-ს ცნობით, სატვირთო მატარებლის მემანქანემ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეამჩნია და საავარიო მუხრუჭი გამოიყენა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად ლიანდაგები და სატვირთო ლოკომოტივი დაზიანდა. „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ წერს, რომ რამდენიმე ადამიანს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალიზაცია არავის დასჭირვებია. სხვა წყაროების ცნობით, დაშავებულია რკინიგზის ორი მუშა.

18 მაისს სიმფეროპოლის რაიონში რელსებიდან რამდენიმე ვაგონი გადავიდა. „ყირიმის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი „უცხო პირების ჩარევა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში“ იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S