Accentnews.ge
პრიგოჟინი: „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს

პრიგოჟინი: „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს

11/06/2023 15:14:20 მსოფლიო

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. ამის შესახებ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განკარგულებები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება.

„ვაგნერი" ორგანულად არის ჩაშენებული საერთო სისტემაში, "ვაგნერი" თავის მოქმედებებს ათანხმებს გენერლებთან მარჯვნივ, მარცხნივ, ქვედანაყოფების მეთაურებთან, აქვს უდიდესი გამოცდილება და არის ძალიან ეფექტიანი სტრუქტურა. შოიგუ ნორმალურად ვერ მართავს სამხედრო ფორმირებებს",– აცხადებს პრიგოჟინი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ყველა მოხალისეთა ფორმირებებს უბრძანა, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები 1 ივლისამდე გააფორმონ. უწყების ცნობით, "ეს ნაბიჯი შექმნის ერთიან მიდგომებს ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ორგანიზებისა და მათ მიერ ამოცანების შესრულების მიმართ".

თავდაცვის სამინისტრო განცხადებებში მოხალისეებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა საიერიშო რაზმებს უწოდებს.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. კომპანიის მებრძოლებს ბრალს სდებენ მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში.

შარშან ზაფხულში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ „ვაგნერმა“ თავის რიგებში პატიმართა გაწვევა და ომში გაგზავნა დაიწყო. ამ პროცესის შედეგად „ვაგნერში“ ათიათასობით მებრძოლი გაიწვიეს.

ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინმა ისინი დაადანაშაულა საბრძოლო მასალის ნაკლებობაში, „რუსეთის მიწის“ დათმობაში და პირობა დადო, რომ მანამდე იქნება დაკავებული მათი საქმეების გარკვევით, სანამ „ამ პერსონაჟებს პასუხს აგებინებენ“. თავდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S