Accentnews.ge
„თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიუხედავად, ექიმებმა ბორტზე მყოფი 11 წლის ბავშვის გარდაჩენა ვერ შეძლეს

„თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიუხედავად, ექიმებმა ბორტზე მყოფი 11 წლის ბავშვის გარდაჩენა ვერ შეძლეს

11/06/2023 15:12:34 მსოფლიო

„თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა, 11 წლის ბავშვმა გონება დაკარგა.

მომხდარის გამო ხომალდმა ავარიული დაშვება ბუდაპეშტში განახორციელა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, სწრაფი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S