"ბელარუსის რკინიგზელთა საზოგადოება": მინსკმა მოსკოვს ერთ წელიწადში 130 ათასი ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა
11/06/2023 12:52:11 მსოფლიო
"ბელარუსის რკინიგზელთა საზოგადოება", რომელიც ქვეყნის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს აერთიანებს, ამტკიცებს, რომ 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში მინსკმა მოსკოვს 130 ათასი ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა
"ბელარუსის რკინიგზელთა საზოგადოებაში" ვარაუდობენ, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი ანექსირებულ ყირიმში ჩაჰქონდათ:
„ბელარუსიდან რუსეთის ფედერაციაში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, საბრძოლო მასალის ექსპორტის მოცულობების შესახებ მოტანილი ცნობები იმაზე მეტყველებს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი აგრესორის მხარეზე ომში გაცილებით მეტად არის ჩართული, ვიდრე ამას პროპაგანდა აჩვენებს და ეს მასში სრულმასშტაბიანი მონაწილეობის დასტურია".
მისი ცნობით, ბელარუსი ვაზნებსა და რაკეტებს აწარმოებს.


