ბელგოროდის გუბერნატორი: ოლქში 15 ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია
11/06/2023 12:47:16 მსოფლიო
ბელგოროდის ოლქში სატვირთო მატარებლის 15 ვაგონი რელსებიდან გადავიდა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევა ალექსეევკის რაიონში წუხელ მოხდა.
"ყველა ვაგონი ცარიელი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ", – აცახდებს გლადკოვი.
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ხორციელდება საარტილერიო დაბომბვები და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები. რუსული მხარე ამაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა დაბომბვებზე კომენტარს არ აკეთებს.


