Accentnews.ge
კინოცენტრის დირექტორის მოადგილე: „ჩემი შტატი გაუქმებულია, განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან“

კინოცენტრის დირექტორის მოადგილე: „ჩემი შტატი გაუქმებულია, განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან“

11/06/2023 12:31:47 საზოგადოება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრში რეორგანზიაციის დაწყებასა და შტატების გაუქმებაზე საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული არიან დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.

ნინო კუხლაშვილმა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელ.

კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დაურეკეს კულტურის სამინისტროდან და უთხრეს, რომ მისი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია დირექტორის მოადგილის პოზიციიდან.

„მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც, რა თქმა უნდა, განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორე ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად ,,გაიმართა“,- წერს კუხალაშვილი.

რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ცენტრის თანამშრომელმა დავით დავითიანმა გაავრცელა:

„მეგობრებო დღეს კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია. გუშინ დაინიშნა 2 ახალი თანამშრომელი სამინისტროდან, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. რეორგანიზაციაც მისი ხელმოწერით არის გამოცხადებული“.

ნინო კუხალაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აცხადებს, რომ კინოცენტრში დაინიშნა კულტურის სამინისტროს ორი მოქმედი თანამშრომელი. ესაა კობა ხუბუნაია, რომელიც ჯერ დაინიშნა ფინანსურ მენეჯერად, თუმცა ახლა სავარაუდოდ, ასრულებს დირექტორის მოვალეობას

ხუბუნაია 2022 წლის დეკლარაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი იყო. 2021 წელს კი - იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

კიდევ ერთი პირი გიორგი ცხვედიანია, რომელიც კინოექსპორტის სპეციალისტად დაინიშნა.

ნინო კუხალაშვილის მტკიცებით, თავად ნახა ბრძანება, რომლის თანახმად, კინოცენტრის ოფისმენეჯერად დაინიშნა პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოსტივის“ წამყვანი ბაჩო ოდიშარია. თუმცა, მისივე თქმით, ოდიშარიას დანიშვნა სიტყვიერად უარყვეს, დოკუმენტებთან წვდომა კი ახლა შეზღუდული აქვს.

კინოცენტრში საერთო ჯამში, 30-ზე მეტი შტატიანი და უშტატო თანამშრომელია დასაქმებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S