კიევი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უკვე 20 ქვეყანა უჭერს მხარს
10/06/2023 17:46:51 მსოფლიო
იმ ქვეყნების რაოდენობამ, რომლებმაც ოფიციალურად დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, 20-ს მიაღწია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ.
მისივე ინფორმაციით, დღეს კიევში კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ორმხრივ დეკლარაციას, რომლის მიხედვით, ოტავა ოფიციალურად უჭერს მხარს NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას, "როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას შექმნის.
როგორც ჟოვკვამ აღნიშნა, "ეს ყველაზე ძლიერი ფორმულირებაა G7-ისა და ამავდროულად NATO-ს წევრი სახელმწიფოების ფორმულირებებს შორის".
ცნობისთვის: უკრაინას ანალოგიური ერთობლივი დეკლარაციები NATO-ს წევრ კიდევ 19 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.


