ყაზახეთმა საზღვარზე რუსეთისთვის განკუთვნილი დრონების პარტია დააკავა
10/06/2023 13:42:10 მსოფლიო
ყაზახეთმა დააკავა უპილოტო საფრენი აპარატების პარტია, რომელიც ყირგიზეთიდან რუსეტში უნდა გადაეზიდათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, DJI AgrasT30 ტიპის 14 ერთეული დრონი, რომლის საერთო ღირებულება 16 მილიონ რუბლს შეადგენდა, ყირგიზულ კომპანია "იმპულს-ინვესტს" ყაზახეთის გავლით ტრანზიტით გადაჰქონდა, თუმცა საზღვარზე აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის საქონლის ტრანსპორტირების ლიცენზია არ გააჩნდა.
საბუთების თანახმად, ტვირთი სამშენებლო კომპანია "ნოვასთვის" იყო განკუთვნილი.
"იმპულს-ინვესტი" 76 ათასი ტენგეთი (დაახლოებით 14 ათასი რუბლი) დაჯარიმდა. ტვირთი კი კონფისირებულია და აუქციონზე გავა გასაყიდად.
ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 5 მილიონი დოლარის ჯამური ღირებულების დრონები იქნა იმპორტირებული, საიდანაც 1,23 მილიონი ღირებულების პროდუქცია რუსეტში გადაიგზავნა.
ამასთან, მედიაში უკვე არაერთგზის გავრცელებულა ცნობები იმის შესახებ, რომ ყაზახეთი რუსეთს უკრაინის ომის ფონზე დასვლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. კერძოდ, ყაზახური კომპანიები გამოდიოდნენ ჩინეთსა და რუსეთს შორის შუამავლის როლში გარიგებებში, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესყიდვას ეხებოდა.
მიმდინარე წლის გაზაფხულშე აშშ-მა ყაზახეთი მეორადი სანქციების რისკის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც ასტანამ ამ სფეროზე კონტროლი საგრძნობლად გაამკაცრა. ივნისში ყაზახურმა ბანკებმა სერვერების, მიკროსქემების, პროცესორების, ტელეკომ-აღჭურვილობისა და სხვა მიწოდებული ელექტრონიკისთვის რუსული კომპანიებისგან რუბლში მომავალი გადახდების ბლოკირება დაიწყეს.


