რუსეთში ბრძოლის ველიდან გაქცეული მეომრების დახვრეტის შესაძლებლობას განიხილავენ
10/06/2023 13:28:09 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეზერტირი მეომრების სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას განიხილავენ. შესაბამისი ინიციატივით მმართველი პარტიის წევრი დეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი გამოვიდა.
"უკრაინის დამარცხებისთვის აუცილებელია, დავაბრუნოთ საველე სამხედრო სასამართლოები იმ ნაძირლების დასასჯელად, რომლებიც ფრონტზე პოზიციებს თვითნებურად ტოვებენ. სადღეისოდ ეს ადამიანები დეზერტირებად არც კი ითვლებიან და მეტიც, მეომრებისთვის გამოყოფილ ფულსაც იღებენ. სანამ ჯარისკაცს ექნება არჩევანი, იბრძოლოს თუ არა, ომს ვერ მოვიგებთ, თუ დღეს არა, ხვალ მაინც მოგვიწევს, დახვერეტებს დავუბრინდეთ" - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის: მარტო მიმდინარე წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რუსულმა სასამართლოებმა ომში გაგზავნილი მეომრების მიერ პოზიციების თვითნებურად მიტოვების ათასზე მეტი საქმე განიხილეს, თუმცა სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ პირობით ვადას უსჯიან, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, ეს პირები ფრონტზე ხელმეორედ გაგზავნონ.


