Accentnews.ge
გაერო-ს სასამართლომ 32 სახელმწიფოს ნება დართო, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს შეუერთდეს

გაერო-ს სასამართლომ 32 სახელმწიფოს ნება დართო, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს შეუერთდეს

10/06/2023 12:57:14 მსოფლიო

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 32 სახელმწიფოს განაცხადი მიიღო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევას ეხება.

სარჩელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეუერთდა, უნგრეთის გარდა, მას ასევე მიუერთდნენ ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და დიდი ბრიტანეთი.

5 ივლისამდე ხსენებულმა ქვეყნებმა პროცესში ჩართვა უნდა დაადასტურონ და საქმეზე საკუთარი პოზიცია წარმოადგინონ.

აშშ-ს მხარეთა წინააღმდეგობების განხილვის წინასასამართლო ეტაპზე მოსმენებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

ცნობისთვის: უკრიანამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში მიმართა. მის სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია 1948 წლის კონვენცია, წაუყენა რა უკრაინას დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ვითომდა განხორციელებული გენოციდის ცრუ ბრალდება, რომელიც ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საბაბად გამოიყენა. კიევმა მოითხოვა, მოსკოვს პასუხისმგებლობა დაეკისროს გენოციდის ცნებით მანიპულირებისათვის და მოეწოდოს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S