აშშ-ის სასამართლომ ტრამპისთვის წაყენებული 37 ბრალდება გამოაქვეყნა
09/06/2023 19:30:18 მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გამოაქვეყნა ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის წაყენებული 37 ბრალდება, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და ყალბი განცხადებებით გამოსვლას.
ტრამპი სასამართლოს წინაშე 13 ივნისს წარდგება.
ტრამპს ადანაშაულებენ "აშშ-ში ბირთვული შეიარაღების" და "უცხო ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების" შესახებ დოკუმენტების შენახვაში - სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება თეთრ სახლში ჩატარებულ შეხვედრებს დაზვერვის საკითხებზე, მათ შორის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების თაობაზე.
მთავარი ბრალდებები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.


