Accentnews.ge
ბრიტანული "ტაიფუნები" რუსულ მოიერიშეებს ერთ დღეში ორჯერ აედევნენ

ბრიტანული "ტაიფუნები" რუსულ მოიერიშეებს ერთ დღეში ორჯერ აედევნენ

09/06/2023 19:20:25 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრის განცხადებით, სამეფო საჰაერო ძალების "ტაიფუნის" ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსულ მოიერიშეებს ერთ დღეში ორჯერ აედევნენ.

"ხუთშაბათს საღამოს შვედეთის საჰაერო ძალების "Gripens"–ები და ესტონეთში მდებარე "ამარის" საავიაციო ბაზიდან აფრენილი "ტაიფუნები" აედევნენ რუსული საჰაერო ძალების "IL-20 "Coot-A"–ს და Su-27 "Flanker-B"–ს ტიპის მოიერიშეებს, რომლებიც ნატო–სა და შვედეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაადგილდებოდნენ. რუსული თვითმფრინავები არ აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო ნორმებს, რადგან ვერ დაუკავშირდნენ შესაბამის ფრენის საინფორმაციო რეგიონებს (FIR), თუმცა ისინი დარჩნენ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და დაფრინავდნენ პროფესიონალურად. პარასკევს დილით "ტაიფუნები" კვლავ აედევნენ რუსულ Antonov An-12 "Cub"–ს და An-72 "Coaler"–ის ტიპის მოიერიშეებს, რომლებიც კალინინგრადის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. რუსული თვითმფრნავები ამ შემთხვევაშიც არ აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო ნორმებს, რადგან ვერ დაუკავშირდნენ შესაბამის ფრენის საინფორმაციო რეგიონებს (FIR)", – ნათქვამია ბრიტანული თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, "ნატო ამჟამად ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს და როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული ავიაცია მოკავშირეთა გემებს წვრთნების განმავლობაში აკვირდება".

ნატო–ს ყოველწლიური წვრთნები სახელწოდებით "ბალტიის ოპერაციები" 4 ივნისიდან მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ალიანსის 19 წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი იღებენ. წვრთნებში ჩართულია დაახლოებით 6000 ჯარისკაცი, 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი. სხვა საკითხებთან ერთად, სამხედროები აპირებენ, ივარჯიშონ ნავების საწინააღმდეგო, საზენიტო და ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელებაში, წყალქვეშა და წყალზედა დრონების გამოყენებაში. წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება.

5 ივნისს ბალტიის ზღვაში წვრთნები რუსეთმაც დაიწყო. მასში 3500–ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. "ისინი ივარჯიშებენ ფლოტის საზღვაო კომუნიკაციებისა და ფლოტის ბაზირების პუნქტების დაცვაზე", –იუწყება ფლოტის პრეს–სამსახური რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S