Accentnews.ge
ნატო გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ძალების შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლაზე

ნატო გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ძალების შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლაზე

09/06/2023 17:41:56 მსოფლიო

ნატო–მ დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ძალების შესახებ" ხელშეკრულებიდან (CFE) გასვლაზე და განაცხადა, რომ ეს "მოსკოვის მხრიდან იარაღის კონტროლის [საკითხის] უგულებელყოფას კიდევ ერთხელ მოწმობს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს განაცხადა, რომ "ფინეთის ნატო–ში გაწევრიანება და შვედეთის გეგმა, ალიანსს შეუერთდეს ბოლო წვეთი იყო, რომელმაც რუსეთისთვის აუცილებელი გახადა ხელშეკრულებიდან გასვლა".

საპასუხო განცხადებაში ნატო ამბობს, რომ ალიანსის მოკავშირეები გმობენ რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების დატოვებას, და ხელშეკრულებას უწოდებს "ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედს".

"რუსეთის გადაწყვეტილება გავიდეს CFE-ს ხელშეკრულებიდან არის მორიგი ნაბიჯი მოქმედებების სერიაში, რომელიც ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას სისტემატიურად უთხრის ძირს", - აცხადებს ნატო.

1990 წელს ნატო–ს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა CFE–ს პარიზში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის - მიერ. "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ" ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S