ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს
09/06/2023 15:21:25 მსოფლიო
ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს. დიპლომატიური უწყება მუშაობას 1 აგვისტოს შეწყვეტს. გარდა ამისა, ისლანდიამ რუსეთს მოსთხოვა შეზღუდოს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა რეიკიავიკში.
ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი არ არის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაზე.
"მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია", - აცხადებს ისლანდია.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორდის გილფადოტირმა აღნიშნა, რომ 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთეირთობა.
"თუმცა ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - განაცხადა გილფადოტირმა.


