ზელენსკი: წყალდიდობის გამო ასიათასობით უკრაინელს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა
09/06/2023 13:59:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წყალდიდობის გამო ასიათასობით უკრაინელს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა.
"კახოვკას კაშხლის აფეთების გამო ევაკუაცია გრძელდება. 40-ზე მეტ დასახლებაში ადამიანებს ცხოვრება ურთულეს პირობებში უწევთ, შეზღუდულია წვდომა სასმელ წყალზე", – აცხადებს ზელენსკი.
იგი რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას წყალსაცავის განადგურებაზე:
"ვაზუსტებთ მეტ დეტალს იმ ზიანზე, რომელიც რუსეთმა გამოიწვია ამ კატასტროფით. რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხალხის, ბუნების და საკუთრივ სიცოცხლის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ამ დანაშაულისთვის".
უკრაინის შსს–ს მონაცემებით, კახოვკას ჰესის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, რომლის მასშტაბიც 600-მდე კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, დაკარგულია 13 პირი.


