Accentnews.ge
უკრაინა: ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ

უკრაინა: ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ

09/06/2023 13:12:44 მსოფლიო

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

„ვისარგებლეთ იმით, რომ შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ ბოლომდე არ იციან ტერიტორია, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვითი სამუშოები. რამდენიმე დღეა, ვაწარმოებთ თავდასხმით ოპერაციებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჩერევატიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, ბოლო დღეებში ბახმუტის მიმართულებით 15 შეტაკება და ხუთი საჰაერო იერიში განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S