
ამინდის 10 –12 ივნისის პროგნოზი
09/06/2023 12:55:08 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.