
ვაზისუბანში ძაღლი ტროტუარზე მოკლეს
09/06/2023 11:44:08 საზოგადოება
თბილისში, ვაზისუბანში ძაღლი ქუჩაში, ტროტუარზე მოკლეს. ფეისბუქჯგუფი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ფოტომასალას და აღნიშნავს, რომ "ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს".
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ერთი (259) მუხლით - ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით. უწყებას გამოძიება ჯერ არ დაუწყია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქე ქუჩაში ძაღლს კლავს. 2023 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კეშელავა მიუსაფარი ძაღლის მოკვლისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმა.