უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ბახმუტის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
09/06/2023 11:09:26 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულების რამდენიმე უბანზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ძირითადი ძალების კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და მარიინკას მიმართულებით, სადაც მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. ასევე ყველა მიმართულებით რუსი სამხედროები აგრძელებენ საავიაციო, საარტილერიო და ნაღმსატყორცნის დარტყმების განხორციელებას.
"მტერი ვერ აღწევს დასახულ მიზნებს. ჩვენი დამცველები უმკლავდებიან შეტევებს", - განაცხადა მალიარმა.


