Accentnews.ge
უკრაინა: კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლება

უკრაინა: კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლება

09/06/2023 11:06:59 მსოფლიო

კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.

ცნობისთვის: 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. კრემლმა უარყო ბრალდებებო და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია" უწოდა.

კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით. როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S