Accentnews.ge
NORSAR: სეისმური სიგნალები მიუთითებს, რომ კახოვკას ჰესზე აფეთქება მოხდა

NORSAR: სეისმური სიგნალები მიუთითებს, რომ კახოვკას ჰესზე აფეთქება მოხდა

09/06/2023 11:01:31 მსოფლიო

ნორვეგიის კვლევითი ცენტრის NORSAR-ის სპეციალისტებმა, რომლებიც სეისმური ფენომენების შესწავლით არიან დაკავებულნი, განაცხადეს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის დღეს სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

"რეგიონული სეისმური სადგურების მონაცემები აჩვენებენ მკაფიო სიგნალებს სამშაბათს, 6 ივნისს, ადგილობრივი დროით 2:54 საათზე. დრო და მდებარეობა (კოორდინატები: 46.7776, 33.37) ემთხვევა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შესახებ. სიგნალები მიუთითებს, რომ მოხდა აფეთქება", - ნათქვამია მეცნიერთა განცხადებაში.

ცნობისთვის: 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. კრემლმა უარყო ბრალდებებო და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია" უწოდა.

კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით. როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S