Accentnews.ge
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

09/06/2023 09:21:32 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

შემოსულ FDI-ს შორის 300 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები იყო, რეინვესტიციები 190 მილიონი დოლარი, ხოლო სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა 7 მილიონი დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, FDI ასე ნაწილდება:

1) ნიდერლანდები - 239.6 მილიონი დოლარი;

2) იაპონია - 63.2 მილიონი დოლარი;

3) აშშ - 54.7 მილიონი დოლარი;

4) თურქეთი - 47.0 მილიონი დოლარი;

5) რუსეთი - 28.2 მილიონი დოლარი;

6) მარშალის კუნძულები - 23.7 მილიონი დოლარი;

7) ყაზახეთი - 20.0 მილიონი დოლარი;

8) ჩინეთი - 19.9 მილიონი დოლარი;

9) დანია - 11.1 მილიონი დოლარი;

10) შვეიცარია - 10.3 მილიონი დოლარი.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S