Accentnews.ge
ცნობები ბახმუტში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე მცდარი აღმოჩნდა

ცნობები ბახმუტში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე მცდარი აღმოჩნდა

09/06/2023 09:20:21 საზოგადოება

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ მუშუქია ცოცხალია. არასწორი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ გავრცელდა.

"წუხელ დამირეკა ვიდეოთი ღამის 3 საათზე, ცოცხალია. [მანამდე] იქიდან გვითხრეს ამხანაგებმა [გარდაცვალებაზე]... თვითონ დამიკავშირდა, არაფერი არ უთქვამს სხვა - ცოცხალი ვარო და დაღლილი, არ შემიძლია საუბარიო. ტელეფონი დაკარგული აქვს, თანამებრძოლის ტელეფონიდან დამირეკა", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" ზურაბ მუშუქიას დედამ.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ომში დაღუპულია 44 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S