
112 შეფერხებით მუშაობს, დარეკვა შესაძლებელია სხვა 8 ნომერზე
09/06/2023 08:56:57 საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის "ცხელი ხაზი" -112 შეფერხებით მუშაობს, თუმცა უწყება აქვეყნებს 8 ალტერნატიულ ნომერს, რომელზე დარეკვაც ხარვეზის აღმოფხვრამდე შესაძლებელი იქნება.
დახმარების აღმოსაჩენად დარეკვა შესაძლებელია ნომრებზე:
- 599 84 22 06
- 598 08 77 61
- 577 01 11 39
- 577 01 11 74
- 591 54 43 84
- 591 94 68 40
- 591 94 68 70
- 591 54 43 75
"ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის", - ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.