Accentnews.ge
დრონები რუსულ ვორონეჟს უტევენ

დრონები რუსულ ვორონეჟს უტევენ

09/06/2023 08:45:39 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია სამინადამიანი.

ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილე უშიშროების ფედერალური სამსახურის, საგანგებო სიტუაციათა სამსახურისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.

შეტაკების შედეგად სულ მცირე, 10 ბინა დაზიანდა, კორპუსის მეორე სართულზე კი მზიდი კედელი ჩამოინგრა.

ერთ-ერთი ვერსიით, დრონის სამიზნე ახლომდებარე საავიაციო ქარხანა შეიძლებოდა, ყოფილიყო, თუმცა ვინაიდან უპილოტო საფრენ აპარატებს რადიოექტრონული ბრძოლის საშუალებებით ახშობენ, მიზნამდე ვერ მიეღწია, სიმაღლის კარგვა დაეწყო და საბოლოო ჯამში, საცხოვრებელ სახლს მოხვედროდა.

სხვა ვერსიის თანახმად, დრონის სამიზნეს აფეთქებული კორპუსიდან 4,5 კილომეტრში მდებარე სამხედრო აეროდრომი "ბალტიმორი", ან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საოლქო შენობა წარმოადგენდა, რომელიც კორპუსიდან 300-იოდე მეტრში მდებარეობს.

ცნობისთვის: რუსულმა ვორონეჟმა უპილოტო საფრენი აპარატების ბოლო შეტევა 10 მაისს განიცადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S