შვედეთი ნატო-ს ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების ნებას ალიანსში გაწევრიანებამდეც დართავს
09/06/2023 08:04:16 მსოფლიო
შვედეთი ნატო-ს ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების ნებას ალიანსში გაწევრიანებამდეც დართავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადეს.
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, გაიარონ მომზადება ნატო-ს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები. მომზადება შესაძლოა, მოიცავდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებას", - განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა.
ნატო–შო შვედეთის გაწევრანების პროცესს ამ დროისთვის უნგრეთი და თურქეთი აყოვნებენ. შვედეთის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ლიეტუვაში მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.


