Politico: შოლცი და დუდა მომავალ კვირას მაკრონს შეხვდებიან, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ
09/06/2023 07:23:18 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა 19 ივნისს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდებიან, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ, – იუწყება Politico ფრანგ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფართო გაგება, რომ უკრაინა ომის პერიოდში ნატო-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, ალიანსის წევრების აზრი ორადაა გაყოფილი, საკითხზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ უკრაინის მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებიაზე.
გამოცემასთან ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ "ნატო–ს წევრებმა უნდა გაუგზავნონ ძლიერი სიგნალი რუსეთს იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევას იწყებს":
"თუ ჩვენ ვერ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, რისკი არის ის, რომ ჩვენ ვერ მივაღწევთ ერთიან განცხადებას და ეს, ცხადია, იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი რუსეთისთვის".


