უკრაინა: ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო
09/06/2023 07:09:50 მსოფლიო
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო.
მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში წყლის დონემ დაახლოებით 20 სანტიმეტრით დაიწია.
"საშუალოდ, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ წყალი ღამით 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად ხერსონის რაიონის 32 დასახლებაში 3 624 სახლი დაიტბორა", - აცხადებს პროკუდინი.
მისივე მონაცემებით,2 352 ადამიანისა და 550-მდე ცხოველის ევაკუაცია განხორციელდა.


